ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის – „ოსიაური ჰესის“ – მშენებლობა იგეგმება. პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე გარემოზე ზემოქმედების კვლევა უკვე გამოქვეყნდა. პროექტს შპს “ენ-სი 2022” ახორციელებს.
„ოსიაური ჰესი“ კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურია, რომლის დადგმული სიმძლავრე 14.2 მეგავატს შეადგენს. პროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 54.69 მილიონი კვტ/სთ იქნება.
პროექტის ფარგლებში აშენდება კაშხალი, თევზსავალი, წყალმიმღები და ნაპირდამცავი ნაგებობები.
კომპანია “ენ-სი 2022” მდინარე მტკვარზე კასპის მუნიციპალიტეტშიც გეგმავს ჰესის მშენებლობას. კასპი ჰესის სიმძლავრე 22.4 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 90.2 მილიონი კვტ/სთ იქნება.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად პროექტი გავლენას მოახდენს გარემოზე, მათ შორის მდინარის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, იქთიოფაუნაზე და მიმდებარე ეკოსისტემაზე. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებები, მათ შორის თევზსავალის მოწყობაც.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია “ენ-სი 2022” 2022 წელს დაფუძნდა, მისი დირექტორია გოჩა მუსელიანი, რომელიც ამავდროულად კომპანია “იმერ ენერჯი კაპიტალის” დირექტორიცაა. აღნიშნული კომპანია იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარე ძევრულაზე “ძევრა ჰესების” კასკადის მშენებლობას გეგმავს. როგორც “ენ-სი 2022”-ის, ასევე “იმერ ენერჯი კაპიტალის” მფლობელი ბიზნესმენი კოკა კოკოლაშვილია.
გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.…
რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერებულია. ინფორმაცია „გაზპრომ სომხეთის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზი საქართველოს…